ლევან ხაბეიშვილმა წლის შემაჯამებელი შეხვედრები კახეთში დაასრულა
„კახეთში დავასრულეთ შემოვლა მთელი საქართველოს მასშტაბით. ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, რომელიც გველოდება 2024 წელს", - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წლის შემაჯამებელი შეხვედრები კახეთში დაასრულა.
“მთელი საქართველო მოვიარეთ, შევხვდით „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, ამ ადამიანებს გადავუხადეთ მადლობა იმ შრომისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ და ის, რომ კანდიდატი სტატუსი მიიღო საქართველომ, დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა და ქართველი ხალხი დაწინაურებულია 1-0 ამ ბრძოლაში „რუსულ ოცნებასთან.“ ასევე, ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობთ 2024 წლის გეგმებზე, იცით რომ გვყავს უცხოელი კონსულტანტები, გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, გვაქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მე პირდაპირ გეტყვით, რომ გაოცებული ვარ ამ ადამიანების მოტივაციით, ბრძოლისუნარიანობით და იმ შემართებით, რაც მთელ საქართველოში ვნახეთ. კახეთში ვასრულებთ ამ შემოვლას და ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, რომელიც გველოდება წინ 2024 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, უშუალო ჩართულობით „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.