ჯარისკაცის მკვლელობის საქმე - რას ამბობს ბრალდებული ჯარისკაცი და რა გახდა მკვლელობის მოტივი?
ჩემს მტერს არ ვუსურვებ რაც მე მჭირს - ეს იყო ერთადერთი ფრაზა რაც მკვლელობაში ბრალდებულმა ჯარისკაცმა დღეს სასამართლოზე თქვა. დაანონსებული აღიარება არ შედგა. განსასჯელმა სამხედრომ არც სასამართლოზე ისაუბრა მკვლელობის მოტივებზე.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულმა მისი ნათელმირონი 43 წლის ლაშა გუჯეჯიანი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. დაიბარა საკუთარ სახლთან, ჩაუჯდა მანქანაში და 7 ტყვია დაახალა.
მკვლელმა პირველი, რაც გააკეთა, საკუთარ უშუალო ხელმძღვანელს დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. თუმცა სასამართლოზე უკვე გაჩუმება ამჯობინა. ადვოკატი 10 ათას ლარიანი გირაოთი მის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჯარისკაცი პატიმრობაში დატოვეს და, სავარაუდოდ, დიდი ხნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წელი მოუწევს ციხეში სასჯელის მოხდა.
ჯარისკაცის მკვლელობის საქმე - ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.