თუ ჩემი საკითხი დადგა, 90 ხმა საჭირო არაა, ჩავაბარებ მანდატს, უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვსდგები - ხაზარაძე

22.06.21 18:10
თუ ჩემი საკითხი დადგა,  90 ხმა საჭირო არაა, ჩავაბარებ მანდატს,  უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვსდგები - ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ თუ მისი საკითხი დადგა, არანაირი 90 ხმა საჭირო არაა,  თვითონ ჩააბარებს მანდატს.

დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს საერთოდ იმუნიტეტი იმის მიუხედავად, რომ პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ. ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი.

ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ვაცხადებ, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავებაზე, ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის, მანქანის, ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტართა  90 ხმა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები