"განაჩენი თბილისისთვის" - ივანიშვილის ბეტონის ჟირაფების აშენებას ქალაქის საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო
"განაჩენი თბილისისთვის" - ივანიშვილის ბეტონის ჟირაფების აშენებას ქალაქის საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა არავის მოუსმინეს, ვინც ამტკიცებდა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებით თბილისისთვის გამოუსწორებელი შედეგი დადგება. ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის ფონზე, ოცნებამ მაინც თავისი გაიტანა. განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია. დარჩენილია კალაძის ერთი ნებართვა, რის შემდეგაც დედაქალაქის შუაგული სამშენებლო მოედნად გადაიქცევა.
სატრანსპორტო კოლაფსი "ლაგუნა ვერეს" ისედაც გაუვალ ტერიტორიაზე გარანტირებულია. პროექტი, რითაც ივანიშვილი კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის, დედაქალაქს ურბანულ გენოციდს მოუწყობს. ნადგურდება სარეკრეაციო სივრცე,სრულად მახინჯდება ქალაქის ცენტრი და ჩნდება დიდი საფრთხე. მშენებლობა მდინარე ვერეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ კალაპოტში უნდა დაიწყოს, რაც წყალმოვარდნის შემთხვევაში დატბორვის რისკს აჩენს. ამ ყველაფერზე "ოცნებამ" თვალი დახუჭა და ივანიშვილის კეთილდღეობისთვის ქალაქისთვის დამღუპველ დოკუმენტს მაინც მხარი დაუჭირა.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.