"ვივა მედი" თუ პენიტენციური დაწესებულება - უმზადებს თუ არა "ოცნება" საახალწლო "საჩუქარს" სააკაშვილს
უმზადებს თუ არა "ოცნება" საახალწლო საჩუქარს მიხეილ სააკაშვილს. ციხეში გადაყვანის მოთხოვნის ორკვირიანი აქტიური კამპანია დღეს "ხალხის ძალამ" დააგვირგვინა. პატიმარ პრეზიდენტს დიაგნოზიც დაუსვეს და მედიკოსებიც სიცრუის ტირაჟირებაში ამხილეს. ამბობენ, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია და ის რუსთავში უნდა დააბრუნონ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ოცნების" სურვილები და გიორგი გახარიას მოთხოვნები სრულ თანხვედრაშია.
თუმცა, საბოლოო სიტყვა ექიმებს ეკუთვნით. "ვივა მედის" მედიკოსები პრეზიდენტის გადაყვანას საპატიმრო დაწესებულებაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. პაციენტს მკურნალობა სჭირდება - ასეთია კლინიკის პოზიცია. ხელისუფლების პოლიტიკური ზრახვები დღეს კიდევ უფრო გაამძაფრა სახალხო დამცველის განცხადებამ. ლევან იოსელიანი თვლის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის. იანვარში კი პატიმარ პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმიც შევა.