აფხაზეთის შემდეგ სამხრეთ ოსეთი - რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის გეგმაც მოამზადა
აფხაზეთის შემდეგ სამხრეთ ოსეთი - რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის გეგმაც მოამზადა. დღე მუქარით დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი მედიას ეუბნება, რომ რეგიონის რუსეთისთვის მიერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ გამქრალა და საჭირო მომენტში ამოქმედდება. ასლან გაგლოევი ამბობს, რომ ეს მტკივნეული, თუმცა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
პუტინის კიდევ ერთი გეგმის გასაჯაროების შემდეგ ახლა წესით საქართველოს მთავრობას განგაშის სიგნალი უნდა ჰქონდეს ჩართული, თუმცა ამ დრომდე არ მოგვისმენია არცერთი განცხადება, რითაც ოკუპირებულ ცხინვალში ანექსიის მცდელობას ხელისუფლება დაგმობდა. საფრთხე კი რეალურია, მითუმეტეს, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით სამოქალაქო წინააღმდეგობა ოკუპირებულ ცხინვალში ნაკლებად არის მოსალოდნელი.
ცხინვალის რუსეთთან მიერთების გეგმა - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.