აფხაზების პროტესტი არ წყდება - ოფიციალური თბილისი დუმს
აფხაზების პროტესტი არ წყდება. მოსახლეობა მოღალატეების დასჯას ითხოვს. ოკუპირებულ რეგიონში ხელმოწერების მასობრივი შეგროვება დაიწყო. უპირველეს ყოვლისა ყველა იმ ე.წ. დეპუტატის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აყენებენ, ვინც ბიჭვინთის აგარაკების მოსკოვისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი. იმ დროს, როდესაც აფხაზები ანექსირებული ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვენ, ოფიციალური თბილისი დუმილის რეჟიმშია.
საქართველოს ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ევროპელი დიპლომატები აკეთებენ და მოქმედებაზე გადადიან. საფრანგეთის და რუმინეთის ელჩები საგანგებო განცხადებებს ავრცელებენ, სადაც უკანონოს უწოდებენ ბიჭვინთის აგარაკების პუტინისთვის ჩუქებას. ეს იმ დროს როდესაც ქვეყნის პრემიერს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე, "ქართული ოცნება" კი რეზოლუციის მიღებასაც ვერ ბედავს პარლამენტში.
ვნებათაღელვა აფხაზეთში - რუსუდან ჯაბანიშვილი დეტალებით