ხელოვანების უპრეცედენტო დემარში თეა წულუკიანს - კინორეჟისორები ბერლინის კინოფესტივალზე დამოუკიდებლად წარდგებიან
ხელოვანების უპრეცედენტო დემარში თეა წულუკიანს - პირველად ქართველი კინორეჟისორები ბერლინის კინოფესტივალზე დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარდგებიან. ასეთი მასშტაბური პროტესტი თეა წულუკიანს რეპრესიების საპასუხოდ ჯერ არ მიუღია, რადგან ეს ყველაფერი მის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ანგრევს. რეჟისორები, ვინც მინისტრის ფავორიტების სიაში ვერ მოხვდნენ, თავისუფლებისთვის გაერთიანებული ძალებით იბრძოლებენ. ფესტივალზე ქართველი ოლიგარქის მამხილებელ იმ ფილმებსაც წარადგენენ, რომლის ეკრანზე დანახვაც წულუკიანს ყველაზე მეტად აშინებს.
ხელოვანების დემარში ხელისუფლებას - გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟი