შეუსრულებელ პროექტებში გადაყრილი მილიონები
შეუსრულებელ პროექტებში გადაყრილი მილიონები - წელსაც ანაკლიის პორტის პროექტის მხოლოდ ტექნიკურ კვლევებზე სამი მილიონი დაიხარჯება. არადა 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, ამ მიზნით დიდი ფული უკვე დაიხარჯა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე იმიტირებული პროცესი წამოიწყო, ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ანაკლიის პორტით ძალიან დაინტერესებულია. რეალურად კი პროექტის განხორციელებისთვის ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა
ეს იმიტირებული პროცესი კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის - ამბობენ ექსპერტები, რომლებმაც პროექტის ყველა დეტალი იციან. ოკუპანტი ქვეყანა, სავარაუდოდ, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი დაბლოკოს. ფაქტია, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები წლებია იხარჯება, ამ დრომდე კი არც ინვესტორი გვინახავს და არც მათ მიერ გაკეთებული საქმე.
ანაკლიის პორტის ბედი - ჯანყარაშვილის ლიკა რეპორტაჟი