ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდისთვის ნაჩუქარ ქონებას უკან იბრუნებს

28.12.23 20:11
 ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდისთვის ნაჩუქარ ქონებას უკან იბრუნებს

 

ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდისთვის ნაჩუქარ ქონებას უკან იბრუნებს. რეესტრმა პროცედურა უკვე დაიწყო - ივანიშვილის თაბორის მთაზე აშენებულ სასტუმრო კომპლექს, რომელიც პანორამა თბილისის ნაწილია, თითქოს მისივე კომპანიისგან ყიდულობს. გარიგება იმდენად ფორმალურია, რომ დოკუმენტებში ფასიც კი არ ჩაწერეს და რეესტრმა გარიგება შეაჩერა.

ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა. შუშის სასახლეზე უფორო მაღლა და თაბორის მთის წვერზე ჰექტრობით მიწას თანამედროვე შენობებით ის კომპანია იფორმებს რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებას  მართავს და ფლობს.