ქოცურ დნმ-ზე აღმოცენებულ ნებისმიერ პარტიას, გახარიას დაჯგუფება იქნება თუ "ხალხის ძალა" ეშინიათ მიშასი - ცისკარიშვილი

28.12.23 22:00
ქოცურ დნმ-ზე აღმოცენებულ ნებისმიერ პარტიას, გახარიას დაჯგუფება იქნება თუ "ხალხის ძალა" ეშინიათ მიშასი - ცისკარიშვილი

რა გეგმა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" თუ მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედიდან" ხელისუფლება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ - როგორც პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი "რეაქციაში" ამბობს, პარტია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლას გააგრძელებს.

ცისკარიშვილი ეხმაურება ბოლო დღეებში როგორც გახარიას გუნდის მხრიდან, ისე მმართველი პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხის გააქტიურებას. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ვერც ენმ-ს და ვერც მიხეილ სააკაშვილს ამ განცხადებებით შეაშინებენ.

სხვა მისამართზე გადაყვანაზეა ლაპარაკი, გახარია და ეს ადამიანები, მართლა თვალთხარიები, არ მიყვარს ამ სიტყვით ხმარება, ენაც ამოვუკეროთ, თვალები დავთხაროთ იმდენად ეშინიათ - ქოცურ დნმ-ზე აღმოცენებულ ნებისმიერ პარტიას - გახარიას დაჯგუფება იქნება, ხალხის ძალა თუ სხვა, მიშასი ეშინიათ აი, ფილმებში რომ არის, ვამპირებს, რომ მზის შუქის ეშინიათ, ასე არიან მის გაგონებაზე. ახლა ჰგონიათ, რომ ერთი ციხის დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანით შეაშინებენ, ისედაც ციხეშია, უჰაერობაშია. ისევ ისე ვაგრძელებთ და ვიბრძვით მისი თავისუფლებისთვის, როგორც ახლა. არ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი ხელში, რომ ეს გასაღები ამოვაცალოთ... ყველა მიმართულებით, რაც შესაძლებელია, რომ ავამოქმედოთ ჩვენი რესურსები, ბერკეტები ამოქმედებული გვაქვს, მისამართის შეცვლით, ახლაც რომ ციხეშია და სხვა ციხეში გადაიყვანთ, ვერავის ვერ შეაშინებენ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.