ივანიშვილმა და სააკაშვილმა განცხადება გააკეთონ, რომ გადიან ქართული პოლიტიკიდან და დატოვონ საქართველო არჩევნებამდე - ნათელაშვილი

28.12.23 22:46
ივანიშვილმა და სააკაშვილმა განცხადება გააკეთონ, რომ გადიან ქართული პოლიტიკიდან და დატოვონ საქართველო არჩევნებამდე - ნათელაშვილი

„ოქტომბრის არჩევნების ღამეს ჩვენ უნდა სამუდამოდ დავემშვიდობოთ ოლიგარქიას - ივანიშვილის ანტიეროვნულ, ანტისახალხო, ერის მტერ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაამცირა, განადგურების პირზე მიიყვანა, კრემლის ლუკმა გახადა,“ - ამ განცხადებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.

შალვა ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება. ნათელაშვილი ივანიშვილსა და სააკაშვილს მიმართავს. 

სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მე რომ პრეზიდენტი ვიყო, გავათავისუფლებდი, და შევიწყალებდი დაუყოვნებლივ. რაც მოხდა მაგის თავს, არაადამიანობაა.
ერთობლივი განცხადება გააკეთონ ივანიშვილმა და სააკაშვილმა, რომ გადიან ქართული პოლიტიკიდან და ორივემ ტერიტორიულად დატოვონ საქართველო არჩევნებამდე. სააკაშვილიც გათავისუფლდეს და ესეც წავიდეს საფრანგეთში, ვერსალის გვერდზე რომ აქვს ნაყიდი ჩვენი ფულით ის დიდი სასახლე, გვაცადონ არჩევნების ჩატარება, გვაცადონ ქვეყნის აწყობა, ფეხზე დაყენება და მერე დატკბნენ,“ - ამბობს ნათელაშვილი.

 

ნათელაშვილის თქმით, საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ბარიერს დაწევს 1 პროცენტამდე და შეეცდება სატელიტი პარტიების შეყვანას პარლამენტში იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა სწორედ მათთან შექმნან.

ჩვენ მივიყვანეთ დაშლამდე ეს რეჟიმი... როდესაც უკვე გადაწყდა ენტონი ბლინკენის ჩამოსვლა, 20 მაისს ჩამოდიოდა კიევში და მერე თბილისში მოდიოდა და ახალი არჩევნები ტარდებოდა, სადაც ივანიშვილი გარანტირებულად იყო წაგებული და ახლა იქნებოდა რომელიმე საგამოძიებო იზოლატორში. მოხდა ის, რომ ჩამოიყვანეს შარლ მიშელი - ქალბატონი სალომეს ინიციატივით და მოაწერინეს ხელი ოპოზიციას, მათ შორის ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის საელჩოს დაჟინებით და შეყარეს პარლამენტში და გადაარჩინეს რეჟიმი და მათი გადარჩენილი რეჟიმი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა მსოფლიო პრობლემა, გახდა ლუკაშენკო-პუტინის მოკავშირე, გავხდით სივრცე, სადაც გადაადგილდება რუსეთის არმიისთვის აუცილებელი მიკრო ჩიპებიდან დაწყებული ჰაერით სხვათა შორის...
დასავლეთი ნიშნავს პირველ რიგში, რას - ორ ვადაზე მეტი ვერ იქნები - რა სამი და რა ოთხი, ეს გამორიცხულია. ამიტომ რაც არ უნდა არჩევნები წერონ და იკითხონ და ოქმები ადგინონ, არავინ არ აღიარებს ამათ გამარჯვებას 2024 წლის არჩევნებში, არც ევროპა და არც ამერიკა, არჩევნები იქნება არალეგიტიმური, ეს რომ გააკეთონ.
ისინი რას იზამენ - დასწევენ ბარიერს 1 პროცენტზე, შექმნიან სატელიტ პარტიებს - აგენტურული ჯიბის პარტიები - იმათით მოაკოწიწებენ უმრავლესობას. მანამდე ჰქონდათ იმედი, რომ ენმ შეინარჩუნებდა მაღალ რეიტინგს - ისევ დაპოლუსდებოდა ორ ჯგუფად - ბიძინა - მიშა და ეს ორი პარტია შევიდოდა და დანარჩენები დარჩებოდნენ აფსაიტში და ორივე გარიგებული იყო სიტყვიერად ამ მოდელზე, რომ თუ რამე მკვეთრად არ შეიცვალა, ვიყოთ ჩვენ ორნი,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი. ეს იმედი, რომ ორი პოლუსით იქნებოდა ივანიშვილი, ჩამოიშალა, ახლა უკვე მსჯელობენ 1 პროცენტამდე დაწიონ და სატელიტი პარტიებით მოახერხონ კოალიციური მთავრობის შეკოწიწება, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ალბათ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გვექნება საშუალება, რომ ვამხილოთ ყოველი სატელიტი და დავასაბუთოთ,“ - ამბობს ნათელაშვილი.