"ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს" - კობახიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან სამთავრობო მედიაში ისაუბრა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ზაფხულში თანამდებობიდან გაადგება და მომავალ არჩევნებში ჩაერთვება.
ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან...
ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, არჩევნების შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით...
[სააკაშვილის] შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია, - თქვა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.