თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში? - ოხანაშვილი ოპოზიციას

22.06.21 18:22
თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში? - ოხანაშვილი ოპოზიციას

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციონერ დეპუტატებს.

დეპუტატმა კოლეგებს პოპულიზმში დასდო ბრალი. 

ტყუილით ცდილობთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ. ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს.

„ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავებაზე, მისი საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის, მანქანის, ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები