როდის მიიწვევს " ოცნება" ოპოზიციას რეფორმების სამუშაო ჯგუფებში? - რა მოლოდინებია პოლიტიკურ ჯგუფებში

29.12.23 12:44
როდის მიიწვევს " ოცნება" ოპოზიციას რეფორმების სამუშაო ჯგუფებში? - რა მოლოდინებია პოლიტიკურ ჯგუფებში

როდის მიიწვევს "ქართული ოცნება" ოპოზიციას რეფორმების სამუშაო ჯგუფებში? წელი პოლიტიკური კინკლაობებით ისე სრულდება, რომ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა, ერთობლივი მუშაობის შესახებ შეუსრულებელია. "ქართული ოცნება" სამოქმედო გეგმაში წერს, რომ წესით მომავალი წლის იანვრიდან სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ოპოზიციასთან ერთად გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით ვერც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვერ მოიძებნა, ვინც დაადასტურებდა, რომ ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფებში მიიწვია. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ "ოცნება" ცხრა დათქმის შესრულებას არ აპირებს და ყველაფერი ფორმალობაა.

ეს 9 დათქმა, ჩემი აზრით, არის არა ახლანდელი მთავრობისთვის, არამედ შემდეგი კოალიციური მთავრობისთვის, გამოგზავნილი ევროპის მიერ. ყველაფრის გაკეთების საშუალება ჰქონდა "ქართულ ოცნებას", არცერთი ის რეფორმა არ გაატარა, რაც მნიშვნელოვანი იყო და არ მგონია, რომ არჩევნებამდე ისინი კანს გამოიცვლიან და აალ, წესიერ სასამრთლოს მოიფიქრებენ ჩვენტან ერთად", - ამბობს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

"ოცნება" კი ოპოზიციის ჩართულობას სამუშაო ჯგუფში სკეპტიკურად უყურებს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციიდან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები თუ ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში, რაც 9 დათქმის შესრულებას უკავშირდება.

ვისაც სურვილი აქვს ის კი არ უნდა ეძებოს, რომ ამ გეგმას როგორ გაუწიონ საბოტაჟი, არამედ უნდა ეძებდეს იმას, რომ ამ გეგმაში გაუმჯობესებები როგორ შეიტანოს. ეს იქნებოდა თანამშრომლობა. მართალი გითხრათ, იმედი არ მაქვს, რომ ოპოზიცია მთლიანობაში კონსტრუქციული იქნება. ალბათ, თითოეული, ცალკეული დეპუტატი შეიძლება ჩაერთოს, თორემ სესტემურად ოპოზიცია ამ მათი რუსული ბალალაიკის დაკვრით იქნება გაგრძელებული", - ამბობს ქადაგიშვილი.