თუ სალომე ზურაბიშვილს სურს გადადგას ევროპული ნაბიჯი, უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი - ხაბეიშვილი
„პრეზიდენტ სააკაშვილი ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებით არ უნდა იჯდეს ციხეში, ამიტომ თუ სალომე ზურაბიშვილს სურს გადადგას ევროპული ნაბიჯი, უნდა გაათავისუფლოს,“ - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.
ხაბეიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებს გაიაზროს, რას ნიშნავს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია.
თუ სალომე ზურაბიშვილს რეალურად სურს, რომ თავისუფალი იყოს ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან და გადადგას მართლა ევროპული ნაბიჯი, კი არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტ სააკაშვილი, უბრალოდ რეალობის აღქმა უნდა ჰქონდეს და „ეფესბეს“ აგენტურის, ფარცხალაძის, რუსეთის აგენტურის მიერ შეთითხნილი ბრალით არ უნდა იჯდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.