ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? - თალაკვაძე
მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? ღიმილიანი საქართველო, გახსოვთ თქვენი პროგრამა?- ასე მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციას, რომელიც ვაქცინაციის პროცესის შეფერხების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს
თქვენ გინდათ, ახლა დაგვაჯეროთ, მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა?"- თქვა თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაციაშია და მისგან აქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევს მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა სრულად ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ,,ასტრაზენეკაზე" დარეგისტრირებული ადამიანები კუთვნილ დოზას ვერ იღებენ. აღმოჩნდა, რომ კლინიკებში საკმარისი დოზები აღარ არის. ამის მიზეზად ამირან გამყრელიძემ დოზების არასწორი დათვლა და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.