არ შეიძლება, შენი ქვეყნის უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკას, ენერგორესურსებს მიაბა - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ეკონონიკური დამოკიებულება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საქმე ეხება რუსეთისგან ბუნებრივია აირის შესყიდვის გაზრდას.
ოპოზიციის წევრი პირდდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება, საკუთარი ხალხი და ეროვნული ინტერესები კი მს ინტერესში არ შედის.
არ შეიძლება, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ეკონომიკას, ენერგორესურსებს მიაბა შენი ქვეყნის უსაფრთხოება. იყო ეკონომიკურად და ენერგორესურსებით დამოკიდებული ოკუპანტ სახელმწიფოზე, რომელიც ამ წუთშიც აგრესიულ ომს აწარმოებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და გაცხადებული აქვს თავისი აგრესიული პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტიქს ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და მოქალაქეების დაცულობას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან 65%-ით მეტი ბუნებრივი აირი იყიდა.