"ლელო" ნიკა მელიას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს
"ლელო" ნიკა მელიას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლელოს ამ ეტაპზე ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები არ აქვს, თუმცა მათ შორის არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა.
"ლელო" გამორიცხავს თანამშრომლობას ენმ-სთან, "ქართულ ოცნებასა" და გახარიას გუნდთან.
ჩვენთვის წითელი ხაზი არის პერსონალური ის ადამიანები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული წარსულ დანაშაულებრივ შეცდომებში ან აწმყოში - იგულისხმება „ქართული ოცნება“, ენმ, ან გახარიას გუნდი და თავად გახარია, ამის მიღმა კოორდინაცია თანამშრომლობა, კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, მაგრამ ჯერ ადრეა, არჩევნებამდე დარჩენილია დიდი დრო.
ის, რომ ნიკა მელია სავარაუდოა, იქნება სტრატეგიული მოკავშირე „ლელოსი“, ეს ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ, რომ არსებობს შინაარსობრივი და იდეოლოგიური თანხვედრა ამ პროცესში, თუმცა რაიმე ტიპის რეალური მოლაპარაკებები ფორმალურ თანამშრომლობაზე ამ ეტაპისთვის არ არსებობს,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.