ჩვენს გუნდს შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად არავისთან გაერთიანება არ სჭირდება - ბუჩუკური
"ჩვენს გუნდს შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად არავისთან გაერთიანება არ სჭირდება", - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აკეთებს.
ბუჩუკურის თქმით, მათი პარტიის კარი ყველასთვის ღიაა. თუმცა დეპუტატის თქმით, მისი პარტია სხვა პოლიტიკურ გუნდთან გაერთიანებას არ გეგმავს.
ნაცების და "ოცნების" ეს ციკლი ჩაკეტილი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ეს ქვეყანა გამოსაყვანია ორი ბელადის მიერ რაღაც ჩაკეტილი წრიდან, რომ ეს ქვეყანა აქედან უნდა გამოვათრიოთ, ვინც ამას იზიარებს, ყველა ასეთი ღირსეული ადამიანისთვის ჩვენი გუნდის კარი ღიაა. ქართული პოლიტიკა არითმეტიკა ნამდვილად არ არის, ჩვენს გუნდს შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად არავისთან გაერთიანება არ სჭირდება,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.