მაჭარაშვილის მტკიცებით, რუსული გაზისგან გათავისუფლებას ევროპული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ
"ხალხის ძალას" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ქვეყნის გაზმომარაგების დაბალანსებას ახერხებს. საქმე ეხება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდას.
"ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ რუსული გაზზე ამ დრომე დამოდიებულია ევროპაც, რომელიც ამ დამოკიდებულებიდან სრულად ვერ თავისუფლდება.
ევროპულ ქვეყნებთან შედარებით არის საქართველო დაწინაურებული ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ არის დაბალანსებული. ევროპის ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ, სამწუხაროდ, ამ დრომე, რომ თავიდან ბოლომდე გათავისუფლდნენ რუსული გაზისგან, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა და ნელ-ნელა არის დაბალანსებული გაზმომარაგება, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით და ასეც გაგრძელდება, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან 65%-ით მეტი ბუნებრივი აირი იყიდა.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.