გარკვეული ახალი გადაჯგუფება და შეკავშირება, ალბათ, მოსალოდნელია - სარჯველაძე
ვინ ვისთან დაჯგუფდება წინასაარჩევნოდ? - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური პარტიები გადაჯგუფდებიან.
დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შესაძლოა თავის გეგმებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკავშირებდეს.
როგორც ჩანს, გარკვეული მცდელობა იქნება, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრები რაღაც ფორმით გაჩნდეს. გამიჭირდება წინასწარ პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს, ვინ არა, მაგრამ სავარაუდო კონტურები კი შეიძლება იკვეთებოდეს, მათ შორის ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ვინმეს გეგმები სალომე ზურაბიშვილს, შეიძლება უკავშირდებოდეს "ლელოს" ცალკეულ აქტორებს, შეიძლება ეს იყოს გახარიას გუნდში, მაგრამ გარკვეული ახალი გადაჯგუფება და შეკავშირება, ალბათ, მოსალოდნელი არის, ეს იმ ფონზე როდესაც თან ცდილობენ, რომ ენმ-ის უარყოფითი კონოტაცია ამ სახელწოდების რაღაც ფორმით წარსულს ჩააბარონ და იგივე ხალხმა შეინარჩუნოს შესაძლებლობა ახალი ბრენდის ქვეშ რომ პოლიტიკაში იგივე მავნე საქმეები საქართველოში, როგორც ეს ამ დრომდე უკეთებიათ,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.