რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნისთვის პოზიტიური რესურსების მომტანი არ იქნება - ოთარ აბესაძე
ეკონომისტი ოთარ აბესაძე მიიჩნევს,რ ომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნისთვის პოზიტიური რესურსების მომტანი არ იქნება. საქმე ეხება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდას.
აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო 5 წელია ხელისუფლება საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე მიბმას მიზანმიმართულად ცდილობს.
საქართველოს ხელისუფლება ბოლო 5 წლის განმავლობაში აგრესიული ფორმით ცდილობს, საქართველოში არსებულის ეკონომიკური რესურსები სრულად მიაბას რუსულ ეკონომიკურ აქტორებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ოკუპანტს სახელმწფოზე და ეს სახელმწიფო არის თანამედროვე საზოგადოებისგან იზოლირებული. შესაბამისად, არც საშუალო და არც გრძელვადიან პერიოდში საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ იქნება პოზიტიური რესურსის მომტანი, - ამბობს ოთარ აბესაძე.
მხოლოდ ბოლო ერთ წელში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან 65%-ით მეტი ბუნებრივი აირი იყიდა.