რა ფასად იბრუნებს ივანიშვილი ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას? - "ქართუ" და ფონდთან მომლაპარაკებელი კომპანია დუმილის რეჟიმშია
რა ფასად იბრუნებს ოლიგარქი ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას? - ფონდი "ქართუ" დუმილის რეჟიმშია გადასული.
"პირველები" იმყოფებოდა "ქართუ" ფონდში, თუმცა ფონდის ხელმძღვანეოლბამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოჯნდომა და დაიმალა. ერთადერთი, რაც შემოგვთავაზეს იყო ის, რომ ხელწერილით მივმართეთ ფონდის ხელმძღვანელობას, კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით.
გაუჩინარებულიაა ფინ სერვის 21-ის ხელმძღავნელიც. ეს არის კომპანია, რომელიც ფონდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვეფხია დვალი "პირველების" ზარებს დილიდან არ პასუხობს. მთავარი კითხვა დახარვეზებულ კონტრაქტს შეეხება.
როგორც გაირკვა, ხელშეკრულებაში ივანიშვილს არ ჩაუწერია თანხა, რომლის სანაცვლოდაც თაბორის მთაზე, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა გადაწყვიტა.
ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში. ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიდ ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს. საუბარია 42 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და მასზე დაშენებულ თაბორი რეზიდენსზე, რომელსაც ივანიშვილი იბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა.