პოლიტიკურ რომანს სად გააბამენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჯერ შანსები იმის არ არის, რომ ესენი ერთად იქნებიან - მაჭარაშვილი
"ერთმანეთთან რა შანსები აქვთ ახლა და პოლიტიკურ რომანს სად გააბამენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჯერ შანსები იმის არ არის, რომ ესენი ერთად იქნებიან", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.
მაჭარაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერჯერობით, ვერ ხედავს კონტურებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების.
მაჭარაშვილი კვლავ ამბობს, რომ ენმ უნდა გასამართლდეს.
ნიკა მელიამ დაიწუნა ხაზარაძე, კარგად ბრძანდებოდეო უთხრა, არ მჭირდები პოლიტიკაშიო, იმიტომ, რომ ცალკე გამოვალთო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის ანასხლეტები ვინ იქნებიან, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ეს ვთქვით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ამიტომაც ვამბობთ, რომ მანამ, სანამ ნაცმოძრაობა იქნება ქართულ პოლიტიკაში და სანამ ის არ გასამართლდება და არ წავა პოლიტიკიდან, მანამდე ხაზარაძე იქნება, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, იქნება აღქმული ნაციონალურ მოძრაობასთან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ვინ ვისთან დაჯგუფდება წინასაარჩევნოდ - 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის, ხალხს სავარაუდოდ, რამდენიმე ოპოზიციურ გაერთიანებას შესთავაზებენ.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.