EU: აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

29.12.23 14:03
EU: აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი.

ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.