ვინ გეკითხებათ, ივანიშვილის ერთი კომპანიიდან მეორეში თანხები რატომ გადადის? - მაჭარაშვილი

29.12.23 14:00
ვინ გეკითხებათ, ივანიშვილის ერთი კომპანიიდან მეორეში თანხები რატომ გადადის? - მაჭარაშვილი

ვინ გეკითხებათ, ივანიშვილის ერთი კომპანიიდან მეორეში თანხები რატომ გადადის? - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კითხვას, თუ რატომ იბრუნებს ივანიშვილი უკან ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიც ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ  "ქართუს" გადაუფორმა.

თქვენ რა შუაში ხართ საერთოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი უცხოეთში ნაშოვნი კაპიტალი, რომლის დიდი ნაწილი, 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში, ახლა გინდათ, პასუხები გასცენ იმაზე, ერთი კომპანიიდან თანხები მეორეში რატომ გადადის. ხვდებით, ახლა როგორ აბსურდში არიან თქვენი დამკვეთები? თქვენ ვინ გეკითხებათ? კარგია, როცა ითვლით სხვის ჯიბეში ფულს, მაშინ როდესაც თქვენი მთავრობა იყო, ხალხის ჯიბიდან ამოგქონდათ ფული", - ამბობს მაჭარაშვილი.

ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში. ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიდ ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ  "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს. საუბარია 42 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და მასზე დაშენებულ თაბორი რეზიდენსზე, რომელსაც ივანიშვილი იბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა.