ივანიშვილის უძრავი ქონება ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შავ-ბნელი ტრანზაქციის ობიექტი გახდა - ბუაძე

29.12.23 14:22
ივანიშვილის უძრავი ქონება ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შავ-ბნელი ტრანზაქციის ობიექტი გახდა - ბუაძე

ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიც ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ  "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს - "ლელოს" წევრის საბა ბუაძის თქმით, ივანიშვილის უძრავი ქონება ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შავ-ბნელი ტრანზაქციის ობიექტი გახდა.

ბუაძე ეჭვობს, რომ რაღაც სხვადასხვა ტიპის ინტერესებია ჩართული.

ივანიშვილის უძრავი ქონება ბოლო პერიოდში გახდა ძალიან ბევრი შავ-ბნელი ტრანზაქციის ობიექტი. ჩვენ ეს ვნახეთ ოპოდრომთან მიმართებაში, ჩვენ ეს ვნახეთ, მათ შორის ლაგუნა-ვერესთან მიმართებაში. ფაქტია, რომ აქ რაღაც სხვადასხვა ტიპის ინტერესებია ჩართული. მათ შორის, დიდი ალბათობით, რუსეთიდან მომდინარე ინტერესები, ვინაიდან, ბოლო ტრანზაქციები, რომელიც ჩვენ ვნახეთ ივანიშვილთან მიმართებაში, იქ ფიგურირებენ მათ შორის სანქცირებული რუსი ოლიგარქები და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ მიმართულებით", - ამბობს ბუაძე.

ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში. ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიც ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ  "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს. საუბარია 42 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და მასზე დაშენებულ თაბორი რეზიდენსზე, რომელსაც ივანიშვილი იბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა.