ზურაბიშვილის ფაქტორი, არ მიმაჩნია, რომ ელექტორალური თვალსაზრისით WOW ეფექტის მომცემი იყოს - ქადაგიშვილი
"რაღაც შიდა გადაჯგუფებები რომ იტყვიან, ჯამს, ჯერჯერობით, ვერანაირად ვერ შეცვლის," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებას.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მმართველ პარტიაში მოელიან, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც წამოიწიოს წინა პლანზე, თუმცა ელექტორული თვალსაზრისით მოგებიანი არ იქნება.
სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, მე არ მიმაჩნია, რომ ელექტორალური თვალსაზრისით, რომ იტყვიან WOW ეფექტის მომცემი იყოს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა იტყვის, რომ „ახალი სახე ვარ“, ქართული საზოგადოებისთვის ისინი უკვე კარგად ნაცნობი და არცთუ ისე საუკეთესო იმიჯით ცნობილი პოლიტიკური სახეები არიან,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.