პარლამენტში ელჩებს უსმენენ - აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს გარეჯის თემა არ უხსენებია
არცერთი სიტყვა დავით გარეჯზე - საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში არ ამბობს, რას აკეთებს ქართული მხარე სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია საქართველოს პარლამენტი, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აზერბაიჯანში სომხეთსა და თურქეთში საქართველოს ელჩებს უსმენენ.
დეპუტატებს უკვე მიმართა ზურაბ პატარიძემ, თუმცა მიღწევებზე საუბარი დიპლომატმა ისეე დაასრულა, რომ გარეჯის საკითხის შესახებ სიტყვაც არ უხსენებია.
რა თქმა უნდა, ჩვენს დერეფანს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი სატრანზიტო თვალსაზრისით და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, საუბარია შუა ერეფნის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე, რათა უფრო მეტი ტვირთები მოვიზიდოთ ჩვენს რეგიონში. რსანიღნიშნია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება. მომდევნ წლის დასაწყისში დასრულება ამ პროექტის გაფართოება და 1 მლნ-დან 5 მლნ ტონამდე შესაძლებელი იქნება ტვირთების გატარება რკინიგზით. ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკება საერთაშორისო პროექტის, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანას. ეკემბრის თვეში ჩვენ ქალაქ განჯაში მოგვეცა საშუალება, გაგვეხსნა მემორიალური დაფა ნიკოლოზ ბარათაშვილის, - ტქვა კომიტეტზე პატარიძემ.
კომიტეტის სხდომას ესწრება ოპოზიციაც, რომელიც მედიისთის დახურულია.