ეს არის "ნაციონალური მოძრაობა 2"-ის პროექტი - მიქანაძე ოპოზიციურ ველზე შესაძლო ცვლილებებზე

29.12.23 15:13
ეს არის "ნაციონალური მოძრაობა 2"-ის პროექტი - მიქანაძე ოპოზიციურ ველზე შესაძლო ცვლილებებზე

ვინ ვისთან დაჯგუფდება წინასაარჩევნოდ? - "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. დეპუტატი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ნიკა მელია ახალ პარტიას შექმნის, მის ფრთას დაემატება "ლელო", ასევე ნინო ლომჯარია და "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილიც რაღაც ეტაპზე შეუერთდეს მათ.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გუნდი ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ხაზარაძე "ლელოს" წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ფრთას წარმოადგენდნენ ყოველთვის, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ფრთას დაემატოს ნინო ლომჯარია გარკვეულ მხარდამჭერებთან ერთად და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ რაღაც ეტაპზე სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდეს მათ, რომ ჩამოყალიბდეს ცალკე მიმართულება, თუმცა საზოგადოება ამ შეცდომაში არ შევა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობა 2-ის პროექტი,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.