მელიას გუნდი ადასტურებს, რომ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავენ - ახალი პარტია კი თებერვალში დაფუძნდება

29.12.23 15:20
მელიას გუნდი ადასტურებს, რომ გვარამიასთან კონსულტაციებს მართავენ - ახალი პარტია კი თებერვალში დაფუძნდება

ნიკა მელია პარტიას თებერვალში დააფუძნებს და ყრილობაც გაიმართება. ამის შესახებ "პირველებთან" მისი თანაგუნდელი ანა გოგოლაძე საუბრობს.

როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, მელიას უკვე აქვს მოლაპარაკებები გარკვეულ პირებთან, მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს ნიკა გვარამიასთან. 

საზოგადოების წინაშე, როგორც ახალი პარტია ახალი ხედვებით წარვდგებით დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებისთვის. პარტიული სახე, ეს გაერთიანება უკვე ქმნის მიზიდულობის ცენტრს, როგორც არსებული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საუბრობენ შესაძლო თანამშრომლობაზე. გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ადამიანთან, ნაკლებად პარტიებთან, საუბარი.
გვარამიასთან მიმდინარეობს გარკვეული ტიპის კონსულტაციები.
რაც შეეხება საპარლამენტო თანამშრომლობას პარლამენტს შიგნით კოალიციის ფორმირების მიზნით, ბუნებრივია, ყველა პროდასავლურად განწყობილი პარტია იგულისხმება,“ - ამბობს ანა გოგოლაძე.