სხვა პარტიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დოზით გადალახონ იქნებ ბარიერი, მათთან საქიშპო და გასარჩევი არაფერი გვაქვს - ხაბეიშვილი

29.12.23 15:26
სხვა პარტიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დოზით გადალახონ იქნებ ბარიერი, მათთან საქიშპო და გასარჩევი არაფერი გვაქვს - ხაბეიშვილი

"ჩვენი საქმე არ არის ოპოზიციურ ველზე ვინმესთან საქმის გარჩევა, ან ვინმესთან დისკუსიაში შესვლა ან თუნდაც ჭორაობა," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.

ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებას ეხმაურება და ამბობს, რომ გამარჯვების კოალიციის მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.

ჩვენი საქმეა, ნაციონალურმა მოძრაობამ, გამარჯვების კოალიციამ, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, უზრუნველყოს რუსული პარტიის დამარცხება და გამარჯვების ბოლომდე მიყვანა.
ვიცით, რა საქმეზე მივდივართ და ეს არის პირველი ადგილი. სხვა პარტიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დოზით გადალახონ იქნებ ბარიერი, მივესალმებით მხოლოდ, ჩვენ მათთან საქიშპო და გასარჩევი არაფერი არ გვაქვს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.