ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია

29.12.23 15:55
ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია

 

 

 

ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, იწვის ჰუალინგის სასაწყობო ფართები, რომელიც გაქირავებული იყო ავტონაწილების იმპორტიორზე. 

ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, ცეცხლი რა პერიმეტრზეა გავრცელებული.