კალაძე: მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს და მიმელოცა შობა-ახალი წელი
თბილისის მერი, კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია. თბილისის მერი შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
კალაძე პატრიარქთან ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!
ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!" - წერს კალაძე.
მსგავსი სიახლეები
14.09.26 13:23
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.