ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი რამდენიმე საწყობზე გავრცელდა
ხანძარი ვაზისუბანში - ცეცხლი რამდენიმე საწყობზე გავრცელდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრია დამწვარი.
2 საათზე მეტია, ვაზისუბანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მხრჩოლავი კერები ამ დრომდე რჩება.
ვიღაცამ თქვა, რომ მანქანის საბურავები და ნაწილები იწვის. საათნახევარია, რაც იწვის, ასე დაკვამლიოანებაა და შიგნით რა ხდება, არ ვიცით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები "პირველებს" ეუბნებიან, დაშავებულებზე ამ დროისთვის მათ შეტყობინება არ მიუღიათ.
არსებული ინფორმაციით, იწვის ჰუალინგის სასაწყობო ფართები, რომელიც გაქირავებული იყო ავტონაწილების იმპორტიორზე.