აკრძალვით გამოწვული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე - კახაძე

22.06.21 19:27
აკრძალვით გამოწვული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე - კახაძე

,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე, იმ კანონპროექტის მომხსენებელია, რომლის თანახმადაც მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების ვადა უხანგრძლივდება.

აკრძალვით გამოწვული ზიანი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აკრძალვით გამოწვეული სიკეთე. ეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ დღევანდელ ხელისუფლების მეორე შტოს, ვავალდებულებთ, ოპერატიულად გადაწყვიტოს მოქმედი კანონი და გაუძღვეს თავისი საქმიანობით მაქსიმალურად ინდივიდის ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვას, უფრო მაღლა დგას, ვიდრე, ბოდიში ვიხდი, მაგრამ კანონიერება"- განაცხადა დეპუტატმა. 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 -ელ იანვრამდე გახანგრძლივდება.

მსგავსი სიახლეები