მელია, გირჩი-დროა - ვისთან პარტნიორობას განიხილავს გვარამია

29.12.23 17:35
მელია, გირჩი-დროა - ვისთან პარტნიორობას განიხილავს გვარამია

ნიკა გვარამია "პირველებთან" ადასტურებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას თებერვალში დაიწყებს და ასახელებს იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ვისთანაც ახლა აქტიურად კონტაქტობს.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ის ნიკა მელიასთან, "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებთან საუბრობს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით.

ჩემი მესიჯი არის მარტივი - ვიცი, ვისაც უნდა მივმართო - მივმართავ მათ აქედანაც და პირადი კომუნიკაციაც მაქვს, ადამიანებსაც, ზოგადად, ვისაც ინტერესი აქვს თანამშრომლობის, მოდით და ერთად გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ამის დროა და ამის საჭიროებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თებერვალში ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით.
ნიკა მელია არის ადამიანი, ვისთანაც მე მაქვს კომუნიკაცია ამ თემაზე. ეს არის „გირჩი“, „დროა“, ეს არის ნიკა მელია, ჩვენ ვკომუნიცირებთ ერთმანეთთან, გადაწყვეტილებები იქნება, მაგრამ თებერვალში ჩვენ დავიწყებთ, ვინც შევთანხმდებით იმაზე, რომ ერთმანეთის გვესმის, ერთი და იგივე მიზნები გვაქვს. 
ცალკე პოლიტიკური პარტიების დაფუძნებაზე ლაპარაკი არ და ვერ იქნება, ასე მეც შემიძლია, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე ცალკე ვილაპარაკო და მერე უკვე გავზომოთ და მერე იმის მიხედვით ველაპარაკოთ ერთმანეთს, ვის რა ციფრები ამოგვივა, ეს არ მგონია, სწორი იყოს და კარგი - მე არ მეშინია, მაგრამ არ მგონია, რომ ზოგადად, საქმისთვის კარგი იყოს. 
თუ ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ ერთიანად და დავიწყოთ ერთიანად, იმიტომ, რომ მოთხოვნა არის სიახლეზე და მოთხოვნა არის ერთიანობაზე,“ - ამბობს ნიკა გვარამია.