იჯარით გადაეცა კონკრეტული სანატორიუმი, ეს ანექსია არ არის. ანექსია არ მომხდარა - სამხარაძე
"ანექსია არ მომხდარა, გადასცეს იჯარით 49 წლით, ანუ ანექსია სხვა რამეა," - ამ განცხადებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
ნიკა სამხარაძე ამბობს, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსია არ არის.
აფხაზებიც გამოვიდნენ, ჩვენც გამოვედით და დავგმეთ, მაგრამ ანექსია არის როდესაც ერთი სახელმწიფო მიიტაცებს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას ოფიციალურად და გახდის ამას მის ნაწილად. მაგალითად, უკრაინაში რაც მოხდა, ეს არის ანექსია, როდესაც რუსეთმა მიიტაცა ყირიმი.
იჯარით გადაეცა კონკრეტული სანატორიუმი, ეს ანექსია არ არის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოკუპაციასთან. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება რაღაც სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელსაც ჩვენთვის ნულოვანი სამართლებრივი ძალა აქვს,“ - განაცხადა სამხარაძემ.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.