ოპერის ყველა გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
განცხადებაში წერია, რომ გათავისუფლებულების ნაცვლად სამსახურში აყვანილნი არიან ახალი თანამშრომლები, რომლებიც გაფიცვის პერიოდში
ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.
დღეს, გაფიცვის 53-ე დღეს ოპერის 17-მა თანამშრომელმა პროტესტი შეწყვიტა, თუმცა ისინი სამსახურში არ შეუშვეს. ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას მოითხოვდნენ.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.