დიდი ცვლილებები ოპოზიციურ ველზე - ვინ ვისთან გაერთიანდება საარჩევნოდ?
გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია - პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია. დაანონსებულია ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებაც, რომელიც სტარტს თებერვალში აიღებს. მიზანი იმ ამომრჩევლის მოზიდვაა, ვისაც არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ უნდა და პოლიტიკურ ველზე სხვა ალტერნატივას ელოდება.
ოპოზიცია დიდი გადაჯგუფებისთვის ემზადება. 2024-ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებები უკვე დაანოსნებულია. თითქმის ყველა ევროპული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიამ პარტნიორებისთვის კარი გახსნა, თუმცა საკუთარი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება რამდენიმე გაერთიანება. "ნაცონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო" და მის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი. დამოუკიდებლად არჩევნებზე მონაწილეობას გეგმავს გახარიას გუნდი და გირჩის საპარლამენტო ფრთა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.