იპოდრომის შემდეგ თაბორის მთა - ივანიშვილი გაჩუქებულ ქონებას იბრუნებს
ბიძინა ივანიშვილი საცხოვრებელ მისამართს იცვლის. ოლიგარქი ბინას, სავარაუდოდ, თაბორის მთაზე დაიდებს. ივანიშვილი უკან იბრუნებს თითქოს ქველმოქმედების მიზნით ფონდ "ქართუსთვის" გადაცემულ ქონებას. რა ფასად არ ვიცით. ყველა კითხვის ყველა ადრესატი დუმს და მედიას ემალება.
ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ გადაფორმების პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა დოკუმენტებში ქონების ღირებულება მითითებული არ იყო, რის გამოც რეესტრმა ტრანზაქცია დაახარვეზა.
იპოდრომის შემდეგ თაბორის მთა. ორივე შემთხვევაში ივანიშვილი დაახლოებით იდენტური სქემით მოქმედებს. ჯერ საზოგადოებაში ქმნის განცდას, რომ ყველაფერი ხალხისთვის უნდა, თუმცა მალევე სხვადახვა მაქინაციებით ქონებას ისევ უკან იბრუნებს. ამ მიზნების შესრულებაში მას ფონდი "ქართუ" ეხმარება, ამიტომ მკვლევარები, რომლებიც ოლიგარქის საეჭვო ტრანზაქციებს დიდი ხანია სწავლობენ, არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი, თითქოს ქველმოქმედებისთვის დაფუძნებულ ფონდს, რეალურად, შავი ფულის გათეთრების წყაროდ იყენებდეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.