საქართველო რუსულ გაზზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ
კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული რუსულ გაზზე - "ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის ოკუპანტი სახელმწიფო გახდეს. ამას ადასტურებს ციფრებში ასახული რეალობა. მხოლოდ ნოემბრამდე იმაზე 65%-ით მეტი გაზი ვიყიდეთ რუსეთიდან, ვიდრე შარშან და ეს იმ ფონზე, როდესაც მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირებულია.
რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია, ამიტომ არ ვიცით, რას სთავაზობს პუტინის დაქვემდებარებაში მყოფი, ომის სპონსორი კომპანია საქართველოს. თუმცა, რუსეთიდან მიღებული გაზის რეკორდული ზრდა განგაშის საფუძველი ნამდვილად არის. არავინ იცის, როდის აფეთქდება ნაღმი, რომლის ამოქმედების ბერკეტი სრულად პუტინის ხელშია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.