აქტუალურია თუ არა ისევ "ქართული ოცნებისთვის" დავით გარეჯი?

29.12.23 20:34
აქტუალურია თუ არა ისევ "ქართული ოცნებისთვის" დავით გარეჯი?

 

 

აქტუალურია თუ არა ისევ "ქართული ოცნებისთვის" დავით გარეჯი? - საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ისე დაასრულა საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლა, რომ გარეჯის თემა არც კი უხსენებია. კითხვები კი ბევრია: რა ხდება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო თუ არა გარეჯი განხილვის თემა საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის დროს.  ზურაბ პატარაძე მხოლოდ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ გახდა იძულებული, ამ თემაზე ესაუბრა.

დიპლომატი ირწმუნება, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით პოზიტიურ წინსვლას ელოდებიან. მეტი კონკრეტიკა ამ თემაზე არ არ ყოფილა. არადა, სწორედ გარეჯის გამო რამდენიმე წლის წინ "ოცნებამ" წინა ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და ხმაურიანი დაკავებები და სასამართლო პროცესებიც დაიწყო. გარეჯი საქართელოა - ეს მრავალთვიანი კამპანია "ქართული ოცნებამ"  წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზების ეფექტურ  მექანიზმად აქცია.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.