საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა - პოლონეთის საელჩო ბიჭვინთაზე
პოლონეთის საელჩო საქართველოში რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს - მათი თქმით, მომხდარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.
პოლონეთის საელჩოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.