საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა - კანადის ელჩი ბიჭვინთაზე
კანადის ელჩი რუსეთის მფლობელობაში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს.
ელჩის თქმით, კანადა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აგრესორად თვლის.
კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას." ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში.