რის გამო "დაიქრინჯა", რას ნანობს და როდის იტირა ბოლოს?! - სხვა ინტერვიუ პრეზიდენტთან (ვიდეო)
რის გამო "დაიქრინჯა" ბოლოს, რას ნანობს და როდის იტირა პრეზიდენტმა? - საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ტვ პირველის" მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
პირველი ბლიც ინტერვიუ პრეზიდენტთან ვიკა ბუკიამ ჩაწერა.
გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილსთვის ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ შექმნილი სატირული პერსონაჟი ცნობილია:
"ვგიჟდები მანანაზე"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ანონსიდან ვიგებთ იმასაც, რომ მეხუთე პრეზიდენტი კარგი კულინარია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ალაგების პროცესი დიდად არ ხიბლავს.
"არ ვიცი, რატომ გახდა დასაცინი, რომ მე ლობიო მიყვარს"- ისმის ანონსში.
გაირკვა ისიც, რომ ზურაბიშვილი "ფეისბუქის" ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია. პირველი ბლიც ინტერვიუ პრეზიდენტთან "ტვ პირველის" საახალწლო ეთერში, 31 დეკემბერს, 19:00 საათზე გავა.