ზაზა გახელაძის ოჯახი აქციას დღეს გამართავს

23.06.21 10:30
ზაზა გახელაძის ოჯახი აქციას დღეს გამართავს

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი და ახლობლები დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავენ. 

გახელაძის მამას გადაწყვეტილი აქვს, რომ  შვილის დაბადების დღეზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს,  რომ საკუთარ შვილს იზოლატორში შეხვდეს.

უკანონო ტყვეობაში მყოფი კაცის ცოლის თქმით, გუშინ სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა.

 

მსგავსი სიახლეები