ვისთან ერთად შეიძლება იბრძოლოს ნიკა მელიამ? - რას ამბობენ პოლიტიკურ პარტიებში
ვისთან ერთად შეიძლება იბრძოლოს ნიკა მელიამ? - არსებობს ლელოს გაცხადებული პოზიცია, რომ მელიას მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავენ.
ჩვენ ამ მომენტისთვის, არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია ნიკა მელიასთან, თუმცა, ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან ღიად, რომ მას ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანხვედრის საერთო წერტილები, საერთო გამოცდილება შრომისა და რწმენა იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების, რომელიც ამ ქვეყნისთის უნდა გაკეთდეს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიუხედავად კონკრეტული სახელებისა და გვარებისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენმ-ს გარდა პროდასავლური ოპოზიციური ძალების წარმატება.
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, პარტიების დასახელებას, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროდასავლური ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს, ჩვენ ჩვენი ხმების მობილიზებას შევძლებთ. მათ შორის, პრიველ ადგილზე გავა გამარჯვების კოალიცია, ამის პირობას ვიძლევით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების წარმატებაც", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
"გირჩში" აცხადებენ, რომ გაერთიანებაზე საუბარი კარგია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნოდ არცერთი ხმა არ დაიკარგოს.
კარგია, რომ გაერთიანებებზე დაიწყო საუბრი, ცოტა დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ბევრი პარტიაა ახლა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხმებზე ზის, იდეალური იქნებოდა ენმ-ში გაერთიანებულიყვცნენ, მაგრამ ეს არ გამოდის და "ყვითელი ნაცების" გაერთიანება მოხდება, ან რაღაც ამდაგვარი და შანსი ექნებათ, რომ ბარიერი გადალახონ, ესეც კარგია. ანუ, საბოლოო ჯამში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, 15 პროცენტი ექნება წითელ ნაცებს და 5 ყვითელ ნაცებს, თუ 20 ერთად, მთავარია, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს", - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ენმ-ი დატოვეს, რთული გზა აირჩიეს, რომლის გასავლელად მართებული, ღირებულებითი ერთობაა მნიშვნელოვანი.