"ოცნების" რიგითმა წევრებმა არ იციან, რისთვის დაპატიჟეს ლიდერებმა პარტიულ ყრილობაზე
"ქართული ოცნების" რიგითმა წევრებმა, არ იციან რისთვის დაპატიჟეს ლიდერებმა პარტიულ ყრილობაზე.
დღეს "ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი ხუმრობის ხასიათზეც იყო და კითხვაზე, თუ რა სიახლე ექნება მმართველ პარტიას ყრილობაზე, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ
"მერძეოობის განვითარებას ეხება ყრილობა.", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
"თბილისი პარაგრაფში" ამ წუთებში, დიდი სამზადისია. ზუსტად ერთ საათში, კობახიძე-ღარიბაშილის გუნდი მხარდამჭერებს მიმართავს. თბილისში ჩამოიყვანეს რეგიოენების მერები, დეპუტატები და რაიონული ორგანიზაცების თავმჯდომარეებიც, თუმცა ბევრი მათგანისთვის ბოლო წუთამდე სიურპრიზად რჩება რას გადაწყვეტენ დღევანდელ ღონისძიებაზე.
საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ჯერ არ გამოჩენილან, მთავარი ინტრიგა კი ისევ ინტრიგად რჩება. უნდა ველოდოთ თუ არა პარტიულ ღონისძიებაზე "ოცნების" დამფუძნებლის გამოჩენას.